ომბუდსმენი - საჯაროდ გავრცელებული განცხადებით გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 2 პატიმარი - სამწუხაროა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე

ჩვენც დღეს, საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 2 პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-17 საპატიმროში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ციხის სასადილო, სადაც ხანძარი გაჩნდა, პატიმრებისაგან მოშორებით არის განლაგებული, ამიტომ საინტერესოა რამდენად იგრძნობოდა საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში.

,,დღეს რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე, გაესაუბრნენ პატიმრებს და დაათავალიერეს შემთხვევეის ადგილი. მათთვისაც ცნობილია, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდეგ იმყოფებოდა ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი და ისიც დაიღუპა. ჩემი ინფორმაციით, სასადილო არის მოშორებით პატიმრებისაგან, ამიტომ გავესაუბრები რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში. პატიმრების ნაწილი აცხადებს, რომ არ არსებობდა ასეთი საფრთხე, ამიტომ თვითონაც გავესაუბრები პატიმრებს და გეტყვით როგორია მდგომარეობა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს, არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც გუშინ სასწრაფომ წაიყვანა და გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული პატიმრები საპატიმროს სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.

ამასთან, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის შედეგად დაშავდა პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანიის რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, პენიტენციური სამსახურის ცნობით, ეს ჯერჯერობით დაუდგენელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა