გიორგი ვაშაძე - ნამდვილად არ მინდა სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს ეს მძიმე ფონი, რომლის წახალისებასაც "ოცნება" კონტრაქციებით ახდენს

ნამდვილად არ მინდა სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს ეს მძიმე ფონი, რომლის წახალისებასაც "ქართული ოცნება" კონტრაქციებით ახდენს - ეს არის მათი რეალური სახე, "ქართული ოცნება" ამის დიდოსტატია წლების მანძილზე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციას გამოეხმაურა, სადაც ავტომობილების კოლონებს "ქართული ოცნების" აქტივისტები ცოცხებით ხვდებოდნენ.

ვაშაძის თქმით, მსგავსი კონტრაქციის მოწყობა არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

"მე მახსოვს ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, როგორ გვახვედრებდნენ ადამიანებს ოპოზიციონერ ლიდერებს სხვადასხვა ქალაქებში, ეს იგივე ხელწერაა, ახალი რა ნახეთ ამაში? ეს არის ის დეგრადირებული ქმედება, რომელიც ახასიათებს "ქართულ ოცნებას", რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს არც ერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში,"- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა, საპროტესტო განწყობა არის მაღალი და ცხადია, რომ ასეთ მძიმე კრიზისში ქვეყნის მართვა ვერ გაგრძელდება.

"უმძიმესი ვითარებაა, მესამე პრეზიდენტი შიმშილობს საპატიმრო დაწესებულებაში, ევროპარლამენტარების განცხადება ცალსახად აჩვენებს, რომ ამ კლანური სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერანაირად მიჩნეული სამართლიან გადაწყვეტილებად, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, კომპლექსური გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იქნას მოძებნილი ამ მძიმე ვითარებაში. გუშინდელი აქცია რას შეცვლის, ამას 30 ოქტომბერს ვნახავთ.

ჩემი აზრით, ფაქტია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა არის ძალიან მაღალი, ასეთ მძიმე კრიზისში ქვეყნის მართვა ვერ გაგრძელდება, გამოსავალი არის მოსაძებნი", - განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს