მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მცდარია პოსტულატი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია და მათი ამომრჩეველი არჩევნების მეორე ტურში „ნაცმოძრაობას" დაუჭერს მხარს

„ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მცდარია პოსტულატი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია და მათი ამომრჩეველი არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერს მხარს.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, თუ რა მსოფლმხედველობის შეიძლება იყოს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი, საკმარისია იმისთვის ითქვას, რომ მაგალითად, გიორგი გახარიას ელექტორატი არჩევნების მეორე ტურში რამდენად აუცილებლად მივა და "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერს მხარს

"არ მგონია ასე იყოს განწყობილი "ლელოს" ან ანა დოლიძის პარტიის ამომრჩეველი. გაცილებით მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთმა ამომრჩეველმა ან "ქართულ ოცნებას" მისცეს ხმა ან დარჩეს სახლში, ვიდრე მექანიკურად "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა ბანაკში გადაინაცვლონ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს