ნინო ლომჯარია - ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კოვიდრეგულაციების დარღვევა, მითუმეტეს საჯარო პირების მხრიდან

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კოვიდრეგულაციების დარღვევა, მითუმეტეს საჯარო პირების მხრიდან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოპოზიციონერ ლიდერის გიგი უგულავას მიერ კოვიდრეგულაციის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედება განსაკუთრებით დაუშვებელია პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებას მაგალითს უნდა აძლევდნენ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა დაიცვან კოვიდრეგულაციები.

„მე არ ვიცი როდის დაუდასტურდა, ეს მისი პირადი ინფორმაციაა და არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ თუ არ იყო გასული 12 დღე, კატეგორიულად მიუღებელია განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც უნდა აძლევდნენ მაგალითს ჩვენს მოქალაქეებს, რომ დადასტურების შემდგომ ორი კვირის განმავლობაში ისინი იყვნენ იზოლაციაში და ძალიან ცუდი ფაქტი იქნება თუ ასეთი წესი არ დაიცვა.

თუ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმა, ალბათ, უნდა იყოს გამოყენებული. მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც იყენებს ამ სანქციებს, მაგრამ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კოვიდრეგულაციების დარღვევა, მითუმეტეს საჯარო პირების მხრიდან,“- განაცხადა ლომჯარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს