ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე - სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ეს მისი ბრძოლაა - გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა მისცა

ის ძალიან დიდ მადლობას უხდის ქართველ ხალხს გუშინდელი დღისთვის. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის საბრძოლო განწყობაზეა და მადლობელია იმის, რომ გაიგონა ქართველი ხალხის ხმა, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„ძალიან მაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, 15-16 დღეა შიმშილობის, რა თქმა უნდა ძალიან დასუსტებულია. ის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას უხდის ქართველ ხალხს, გუშინდელი დღისთვის. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ არ შიმშილობდეს და არ იყოს ციხეში. მე ვიცი მან რამდენი საქმე მიატოვა კიევში, ძალიან კომფორტული ცხოვრება. ჩამოვიდა აქ ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ ძალიან უყვარს და ვთვლი, რომ ეს განსაკუთრებულია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ციხე დატოვოს. ეს ახლა ყველაზე მთავარია,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ამისთვის კი საჭიროა, აღარ შიმშილობდეს.

„მოცემულ მომენტში ის სამწუხაროდ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, რადგან ეს მისი ბრძოლაა. გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა მისცა, ძალიან კარგი განწყობა, რადგან ხედავს, რომ ქართველ ხალხს აქვს იმედი და ეს ყველაზე მთავარია,“- აღნიშნა იასკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა