სანდრო რაქვიაშვილი - პირველ ტურში არ მომხდარა განსაკუთრებული დარღვევები, სიმართლე გითხრათ,  მეორე ტურშიც არ მგონია, რომ  რაიმე ტრაგიკული მოხდეს

არჩევნების გაყალბება ძალიან მძიმე დანაშაულია, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში პროტესტი სამართლიანი იქნება, მაგრამ პირველ ტურში არ მოხდა განსაკუთრებული დარღვევები, სიმართლე გითხრათ, მეორე ტურში არ მგონია, რაიმე ისეთი ტრაგიკული მოხდეს, - ასე ეხმიანება „გირჩის“ დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან ნიკა მელიას განცხადებას, რომ თუკი ხელისუფლება მეორე ტურს გააყალბებს, კიდევ ერთი მასშტაბური აქცია 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რაქვიაშვილი მას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, არსებული რეალობა მისი შეგნებული გადაწყვეტილების შედეგია.

„გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ ბევრ ადამიანს სურს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, თუმცა, მოსახლეობის მეორე დიდი ნაწილი არსებობს, რომელიც ამის წინააღმდეგია და ახლა ეს არის პოლიტიკური პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ დაპირისპირებაში არ გადავიდეს.

მე ზოგადად აქციებთან დაკავშირებით კითხვები მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მე არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა. ჯერ ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს, პასუხი გვაქვს მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“ მიღებული სხვადასხვა ინტერპრეტაციების სახით. ამ სიტუაციაში ცხადია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, რადგან ის შედეგი, რაც ჩვენ გვაქვს, მისი შეგნებული გადაწყვეტილების შედეგია, მაგრამ ზოგადად პრობლემაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა გახლეჩილია ორ ნაწილად. აქციის გამართვის უფლება ყველას უფლებაა, მე ჯერ-ჯერობით არ მესმის, უბრალოდ ამის შინაარსი რა არის,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა უგულავას აქციაზე გამოჩენას და აღნიშნა, რომ „როცა იცი, რომ ავად ხარ, დისტანცია უნდა დაიცვა, სახლში იყო და ბოლოს და ბოლოს აქციას დისტანციურად ჩაერთო“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა