გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ შეუშვან პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან

„სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს დაუყოვნებლივ მოხდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის შეშვება.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანი ციხეში შიმშილობს სააკაშვილთან პირადი ექიმის შესვლის პრობლემა დღის წესრიგში არ უნდა იდგეს.

„ჩემთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს არ უშვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც ვფიქრობ, რომ არის არაადამიანური მოპყრობა.

მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" დაანებეთ თავი მსგავს ქმედებებს. უბრალოდ სამარცხვინოა მსგავსი რამ. ეს ადამიანი გახლავთ მისი პირადი ექიმი, რომელიც მეთვალყურეობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მითუმეტეს ამ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ადამიანი შიმშილობს ასეთ საკითხებზე პრობლემა არ უნდა იქმნებოდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ შეუშვან პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს