„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქმიანი შეხვედრებითა და სამომავლო გეგმებით გამოირჩეოდა. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სახელით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რაც საქმიან ურთიერთობებს, კიდევ უფრო გააძლიერებს. წელს პირველად, საქართველო ეროვნული სტენდით იყო წარმოდგენელი გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც უდიდესია ესპანურენოვან სამყაროში. სწორედ მადრიდში გაიმართა ამ ღონისძიების "წიგნის დედაქალაქის" პროექტის დაგეგმვის ნაწილი.

ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: არა მხოლოდ თბილისში მიმდინარე წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტი და მისი ანგარიში, არამედ საუბარი შეეხო მომავალ თანამშრომლობასაც.

„კონკრეტულად ვისაუბრეთ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლის თებერვალში თბილისისა და გვადალახარას წიგნის მსოფლიო დედაქალაქები მწერლების გაცვლით სარეზიდენციო პროგრამას ერთობლივად განვახორციელებთ. მექსიკელი ავტორი თბილისში, ხოლო, ქართველი ავტორი მექსიკაში იმუშავებს თავის მომდევნო წიგნზე. პანელის მიმდინარეობისას, იან დენისონმა, იუნესკოს ახალი ინიციატივის, წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ნეთვორქის შექმნა დააანონსა. ნეთვორქი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდების მოპოვების მსურველ ქალაქებს დაეხმარება განაცხადის შევსებაში, გაუზიარებს გამოცდილებას და, რაც მთავარია, დაეხმარება დაფინანსების მოპოვებაში“, - განაცხადა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა.

წლევანდელი მადრიდის წიგნის ფესტივალის სტუმარი ქალაქი, გვადალახარა იყო, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს, თბილისისგან, 2022 წლის აპრილში გადაიბარებს. შეხვედრა გაიმართა გვადალახარას წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთანაც და დაიგეგმა ბაზრობაზე ქართული მწერლობისა და ავტორების წარდგენაც.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც "საქართველოს ბანკის" გენერალური სპონსორობითა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. ხორციელდება.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა