მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ პრეზიდენტი დავოსში ოფიციალურად მიიწვია

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად მიიწვია ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში 2022 წელს 17-21 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული მოწვევა საქართველოს პრეზიდენტმა კლაუს შვაბთან ჟენევაში 14 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ მიიღო.

,,მსოფლიო პოლიტიკური, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისათვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბონ ერთად, რათა აღდგეს ნდობა თანამშრომლობის გზით მომავლის ფორმირების შესაძლებლობის მიმართ", - აღნიშნულია მოწვევის წერილში.

14 ოქტომბრის შეხვედრისას ჟენევაში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ისეთ საერთო პრიორიტეტებზე, როგორიცაა: პროფესიული უნარების განვითარება, ტექნოლოგიები, ბიომრავალფეროვნება, ასევე განიხილეს ქართველ ახალგაზრდა მეწარმეთა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სპეციალურ სამეწარმეო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა, რის მიმართაც კლაუს შვაბმა მზაობა გამოხატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო