სერგო ჩიხლაძე - გიორგი ვაშაძემაც და ჩვენმა პარტიამაც პირველივე დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, დამთავრდა, პოლიტიკური დევნილი უნდა გათავისუფლდეს

გიორგი ვაშაძემაც და ჩვენმა პარტიამაც პირველივე დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, დამთავრდა, პოლიტიკური დევნილი უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ეს მიუკერძოებელმა სასამართლომ უნდა თქვას, ხოლო დღეს საქართველოში „კლანური სასამართლოა“.

„დამნაშავეა თუ არა მე ვერ ვიტყვი, მე ხომ მოსამართლე არ ვარ, ეს უნდა თქვას სამართლიანმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ და მოდი შევთანხმდეთ, ჩინჩალაძე და მურუსიძე არიან მიუკერძოებელი მოსამართლეები? ან ეს კლანური სასამართლო? განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილზე მაქვს საუბარი. შეიძლება, მაღაზიას რომ გატეხენ, ამის მოგვარებაში ხელისუფლება არ იყოს დაინტერესებული, მაგრამ ლაპარაკია პოლიტიკურად მაღალი თანამდებობის პირზე. თვალს ხომ არ დავიბრმავებთ, ბატონი პრემიერი, ღარიბაშვილი გამოდის და პირდაპირ ამბობს, მინდა დავუმატებ მუხლს და მინდა მოვაკლებო. ჩვენ რა უნდა ვთქვათ? - კი ბატონო, ასე ქენით?“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა