მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დღის წესრიგი, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმა და ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის მაღალ დონეს. ხავიერ კოლომინამ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების კუთხით საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიის განმტკიცების კუთხით მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი ნება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი.

აღსანიშნავია, რომ ხავიერ კოლომინა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოს პირველი ვიზიტით 18-19 ოქტომბერს ეწვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს