ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიან ველს მასტერსის" 1/4 ფინალში ბერძენი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიან ველს მასტერსის" 1/4 ფინალში ბერძენი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასი სამი სეტის ჯამში ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილი ტურნირის ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევის და ამერიკელი ტეილორ ფრიტსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა