ცესკო - საოლქო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას

საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ. შემაჯამებელი სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას“,- ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა.

მისივე თქმით, დღეს, 20:00 საათზე ცესკოში გაიმართება სხდომა, სადაც კომისია შეაჯამებს თბილისის საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების და თბილისის მერის არჩევნების შედეგებს.

„დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ. შემაჯამებელი სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას, იმისათვის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით შეძლონ შეჯამებისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების განხილვა ყველა ინსტანციაში დასრულდა;

აქედან გამომდინარე, თითოეულ კომისიაში, შედეგები კანონიერ ძალაში შესული, ყველა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გათვალისწინებით შეჯამდება. როგორც კი საოლქო საარჩევნო კომისიები დაასრულებენ შეჯამების პროცესს, ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე.

ამასთან გაცნობებთ, რომ დღეს, 20:00 სთ-ზე ცესკოში გაიმართება სხდომა, სადაც კომისია შეაჯამებს თბილისის საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების და თბილისის მერის არჩევნების შედეგებს.

სწორედ სხდომაზე მიიღებს ცესკო გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვრავს 30 ოქტომბრის მეორე ტურის ორგანიზებისთვის აუცილებელ ღონისძიებებსა და ვადებს“, - აღნიშნა იოსელიანმა.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ