ია მეტრეველი მეუფეებს - ძალიან მიკვირს, რომ ამ ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, ეკლესიაშიც შეაღწია - სააკაშვილის პატიება ყოვლად დაუშვებელია!

ძალიან მიკვირს, რომ ამ ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს ეკლესიაშიც შეაღწია - სააკაშვილის პატიება ყოველად დაუშვებელია!“- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა მიუტევო იმას, ვინც ნანობს თავის დანაშაულს.

„მე მინდა გამოვეხმაურო მღვდლების და მეუფეების მცირე ნაწილს. ყველამ გამოამჟღავნა თავისი სახე. როგორ შეიძლება, ვის შეწყალებაზეა საუბარი? მკვლელის, რომელმაც ახალგაზრდები გაჟლიტა, გაანადგურა ქვეყანა, გაყიდა მიწები, რუსეთს ჩააბარა ყველაფერი.

ძალიან მიკვირს, რომ ამ ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, ეკლესიაშიც შეაღწია. მინდა გამოვხატო წუხილი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაწერონ ხელი პეტიციას! სააკაშვილის პატიება ყოვლად დაუშვებელია! ძალიან მიმტევებელი ადამიანი ვარ, მაგრამ უნდა მიუტევო იმას, ვინც ნანობს თავის დანაშაულს. უდიდესი დანაშაულები აქვს და ნანობს კი არა ერთი სული აქვს დაბრუნდეს ხელისუფლებაში და უარესი გაგვიკეთოს, ვინც ცოცხლები დაგვტოვა გაგვანადგუროს“,-აღნიშნავს ია მეტრეველი.

მან 14:00 საათზე, რუსთავის ციხესთან დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვირს, საზოგადოებისთვის რომ დასჭირდა იმის შეხსენება, თუ რა „ჯოჯოხეთი გამოიარეს“.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს აქ ვართ პოლიტპატიმრების და სააკაშვილის რეჟიმის მიერ განადგურებული ოჯახების ძალიან მცირე ნაწილი. ეს უცებ გადავწყვიტეთ. ეს დღეები ვისმენთ, უნდათ, პოლიტპატიმრად მონათლონ სააკაშვილი, ის კი იქიდან ბედავს და მოძღვრავს თავის სექტას, როგორ უნდა მოიქცნენ. არ შემეძლო სახლში გავჩერებულიყავით და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ. 14:00 საათზე მივდივართ ციხესთან და იქ ნამდვილად ვიცი ბევრი ხალხი იქნება. „ნაციონალები“ სხვა ინტერპრეტაციას გაუკეთებენ, 2 კაცი იყო მოსულიო. მიკვირს, რომ ხალხისთვის იმის შეხსენება დაგვჭირდა, თუ რა მდგომარეობაში ვცხოვრობდით 9 წელიწადი, რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ვფიქრობ, ძალიან მცირე ოჯახი იყო დარჩენილი, ვისაც ეს რეჟიმი არ შეხებია“,- აღნიშნავს მეტრეველი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოში ბრალდების სისხლის სამართლის ორი საქმე - „იმედში“ შეჭრის, 7 ნომებრის აქციის დარბევის, პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევისა და ე.წ. პიჯაკების საქმეები მიმდინარეობს.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ჩამოერთვა 2 წლისა და 3 თვის ვადით.

სანდრო გირგვილიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.

რაც შეეხება სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხის 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან.

„იმედში“ შეჭრის, 7 ნომებრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეს, მიხეილ სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით