პაატა მანჯგალაძე - კალაძეს და „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა და ელექტორატის მომხრობას ცდილობენ, მათ შორის გახარიას ამომრჩევლის, რომელსაც მოღალატეს ეძახდნენ

კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა და მაქსიმალურად ცდილობენ, ელექტორატის მომხრობას, მათ შორის გახარიას ამომრჩევლის, რომელსაც გუნდის მოღალატეს ეძახდნენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „გიორგი გახარიას ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოროტებას ხმას არასდროს მისცემს“.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, კახა კალაძე ნდობას არ იმსახურებს.

„კალაძეს, როგორც ფეხბურთელს ვიცნობ და ძალიან წარმატებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ და პატივს არ ვცემ, რადგან ხშირად ყოფილა, ერთს ლაპარაკობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ამიტომ არანაირ ნდობას არ იმსახურებს კალაძე. 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე ყველა უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ ოპოზიციას, ცვლილებას“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მერის არჩევნებზე რომ არა გიორგი გახარიას კანდიდატურა, მის მიერ მიღებული ხმები, შესაძლოა „ქართული ოცნების“ ყოფილიყო.

„ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ, რომ არა მისი კანდიდატურა, შეიძლება ხმები, რომელიც მიიღო, ჩვენი ხმები ყოფილიყო. თუმცა, წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, არასდროს მისცემს ხმას წარსულსა და ბოროტებას“,- განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა