ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეგიონებში გასტრო ტურებს აგრძელებს

კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონებში გასტრო ტურებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად მორიგი ტური რაჭასა და ლეჩხუმში გამართა. გასტრო ტურში გამოცდილი შეფმზარეულები მონაწილეობდნენ. კულინარიის სპეციალისტები რეგიონში ადგილობრივ სამზარეულოს და კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.

„ტურის მონაწილეები რაჭაში ხვანჭკარას ეწვივნენ, ლეჩხუმში კი გვესოს ფერმა დაათვალიერეს, გაეცნენ ყველის წარმოებას, ესტუმრნენ „ზანდურის სახლს“ სადაც საოჯახო ეთნომუზეუმი, სალორე და მარანი მდებარეობს, ტურის ფარგლებში გაიმართა კერძების მასტერკლასები და ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია.

გასტრო ტურების მიზანია საქართველოს ყველა კუთხის სამზარეულოს წარმოჩენა, პოპულარიზაცია, სწორ ტურისტულ პროდუქტად ფორმირება და შემდეგ როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ვიზიტორთათვის შეთავაზება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა