„ჯალათი ციხეში“ - ამ მოწოდებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია მიმდინარეობს

„ჯალათი ციხეში“ - ამ მოწოდებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.

საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა. მათივე განცხადებით, აქცია პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების მიერ არის ორგანიზებული.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლანა ქადაგიშვილი აღნიშნავს, მისი ოჯახი მიხეილ სააკაშვილმა „რეპრესიების პირველი ტალღის დროს დაიჭირა“.

„ჩემი ოჯახი რეპრესიების პირველ ტალღაში დაიჭირა. დაიჭირა მეუღლე და შვილი, მეორე შვილმა გაქცევა მოასწრო. მე, დიასახლისი ქალი იმისთვის დამიჭირა, რომ ვცდილობდი მტკიცებულებების მოპოვებას, რომ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ. 5 წელი მამყოფა ტანჯვა-წამებაში. ორთაჭალის ციხეში, რომელსაც მხოლოდ გისოსები ჰქონდა, ფანჯარა და მინა არ ჰქონდა! -10 გრადუსზე, პალტოებით ვიწექით, დაბანა ჩვენთვის არ იყო, საჭმელი, ერთმანეთს ვერ ველაპარაკებოდით, კამერაში 40 კაცი ვისხედით. ისეთი წამება გამომატარა, 33 კილო ვიყავი დაკლებული, როდესაც ციხიდან გამოვედი. ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩემგან რამე ჩვენება მიღებულიყო. გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლეს. ჩემი შვილი, აჩიკო ბანკის მმართველი იყო. სააკაშვილის „ვარდების რევოლუცია“ რომ არ დავაფინანსეთ, ამის გამო 20 მილიონ დოლარს მთხოვდა მათ გათავისუფლებაში. როგორ უნდა გადამეხადა 20 მლნ?! თვალით არ მქონდა სიცოცხლეში 1 მლნ ნანახი. ისე აწამეს აჩიკო, იქ B ჰეპატიტი შეყარეს. 7 „კანონიერი ქურდი“ მოაგროვეს სხვადასხვა ციხიდან და შეიყვანეს მის და ჩემი მეუღლის საკანში, ფულს თხოვდნენ, ეს სააკაშვილის და ციხის უფროსის გარეშე ვერ მოხდებოდა, ჩემს მეუღლეს შვილი მოკვლით ემუქრებოდნენ. როდესაც გაიბრძოლა ჩემმა მეუღლემ შვილის გადასარჩენად, თავი გაუხეთქეს. ჩემი შვილი B ჰეპატიტით გარდაიცვალა, ძლიერი წამებით, ნაცემი, ნაბეგვი...

თვეში ერთხელ ძლივს გვიშვებდნენ ციხეში, ისიც 15-წუთით თუ შევიდოდით პატიმრებთან. განცხრომაშია ე.წ. პრეზიდენტი და კიდევ ლეიბებს ითხოვს! ისე სცემეს ჩემი მეუღლე და შვილი, მათ დიდი ხანი ვერ იცოცხლეს. პრეზიდენტო, გირჩევნია ციხეში იყო ის 6 წელი, თორემ გამოხვალ გარეთ და გარეთ გამოსული არავინ გაცოცხლებს! ნახე რამდენი ხალხია?! ერთი ადამიანი გამოჩნდება მაინც, რომელიც დაგასამარებს, მეც არ მოგეშვები! ჩემი აჩიკოს სიცოცხლის ხელყოფას არ გაპატიებ!“ - აღნიშნავს ლანა ქადაგიშვილი. მან მოსახლეობას მოუწოდა მოითხოვონ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამუდამო პატიმრობაში იყოს:

„მაგრად ვიდგეთ და მოვითხოვოთ, რომ სამუდამო პატიმრობაში ამყოფონ მიხეილ სააკაშვილი!“

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ