სულხან მოლაშვილის ძმის ინფორმაციით, სააკაშვილმა თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ მეორე ტურის შემდეგ მელია თანამდებობიდან გადააყენონ და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი შვილი დანიშნონ

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და აღნიშნულ პოსტზე მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი დანიშნონ. ამის შესახებ თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მოწოდებით - „ჯალათი ციხეში“.

„რადგანაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და კარგად ხვდება, რომ მას საქართველოში მომავალი არ აქვს, თავის თანამოაზრეებს შეუთვალა ბატონმა მიხეილმა, რომ არჩევნების მეორე ტური რომ დამთავრდება, ყრილობა ჩაატარეთ, ნიკა მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო. გეგმებს აწყობს, თვითონ ხომ ააშენა საქართველო და თვითონ ხომ აგვაყვავა, ამდენი ხალხი ჩახოცა და გაამწარა.

ხალხი შეცდომაში ჰყავდათ შეყვანილი, ააშენა, ბევრი რამ გააკეთა - სისხლის, სიკვდილის და ცრემლების ფასად გააკეთა ყველაფერი. მიხარია, რომ საქართველოში ვართ ამდენი ადამიანი, ვისაც გვაქვს იმის უნარი, რომ დავინახოთ და გავარჩიოთ შავი და თეთრი“. - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა. მათივე განცხადებით, აქცია პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების მიერ არის ორგანიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა