ია მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის დედას მიმართავს

ხელისუფლებას მინდა მივმართო, ლოიალობას დაანებეთ თავი და ისე მოექეცით ამ დამნაშავე პატიმარს, როგორც ეკუთვნის, როგორც არის კანონის მიხედვით და არა ისე ფუფუნებაში, რომ ბრძანდება და კიდევ პრეტენზიები აქვს , - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მოწოდებით - „ჯალათი ციხეში“.

ამასთან, ია მეტრეველი ხელისუფლებას მიმართავს, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია და მათ აღარასოდეს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

„სააკაშვილი მოძღვრავს თავის სექტას, ციხიდან კარნახობს რა როგორ უნდა მოიქცნენ და გააკეთონ. ამის უფლებას ნუ აძლევთ რომ აქაურობა კიდევ არიონ. აღარ შეგვიძლია, ჩვენ უკვე დავიღალეთ. ამდენი წელი ამ ჯოჯოხეთს ვუძლებთ, ჯერ იყო და მაგათი ჯოჯოხეთი გამოვიარე 9 წელიანი რეჟიმი, ახლა მუდმივად ამათ ჭიდილში ვართ, როდემდე შეიძლება ამის გაგრძელება?! ქვეყანა წინ ვერ მიდის და ვერ ვითარდება, ახალი თაობა მოდის და ამ მუდმივ ჭიდილში ცხოვრება როგორ შეიძლება? აკრძალეთ როგორც პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, აღარასოდეს მიეცეთ მათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის. როგორც მსოფლიოში აიკრძალა ფაშიზმი პოლიტიკურად ასე უნდა აიკრძალოს სააკაშვილი და მისი პარტია. დაასვენონ ეს ქვეყანა“ , - განაცხადა მეტრეველმა.

მან აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს 6 წელი კი არა, არამედ სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის.

„გარეწარო მიშა, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა ხომ?! ალბათ, გესმის ჩვენი ხმა. გაუბედურებული დედების მცირე რაოდენობა ვართ აქ, ვინც გაანადგურე და სიცოცხლე წაგვართვი, ყველანი აქ არ ვართ. ჩვენი შვილები იქით არიან, ჩვენ აქ ვართ მკვდრები, ჩვენ ცოცხლები აღარ ვართ ამ მიწაზე. არ ვიცი მეტი რაღა უნდა ჩაგედინა ბოროტო სულო, თუ ბიჭების დახოცვიდან დაიწყე და მიწების გაყიდვით დაასრულე ყველაფერი, რომელ პოლიტპატირობაზე გაქვს პრეტენზია? პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის შენ და ალბათ, არც აგცდება. რა 6 წელი იმდენი დანაშაული გაქვს ჩადენილი ხალხის და ერის წინაშე. ასეთი მტერი შენ რომ ხარ და შენი მომხრეები, არ ყოლია საქართველოს. მიკვირს ის, რომ შენნაირები კიდევ ყოლია ქვეყანას, ვიღაც მომხრეები რომ მაინც გყავს, ცოტაა, მაგრამ მაინც, ესაა ჩემთვის გასაკვირი. რაღაც მინდოდა მეთქვა მათთვის, მაგრამ აზრი არ აქვს, სააკაშვილის მომხრე რომ ხარ იქ დამთავრებულია ყველაფერი, რაღაზე უნდა გელაპარაკო, შენც ისეთივე ბოროტმოქმედი და მკვლელი ხარ, როგორიც სააკაშვილია. როგორ შეიძლება კაცების გამაუპატიურებელს უჭერდე მხარს და ციხეში, რიგრიგობით ასუნთქებდი ხალხს ჟანგბადს, რიგრიგობით აძინებდი კვირაში ერთი დღე, თუ მოუწევდა დაძინება ადამიანს. შენ ასეთ ციხეში არ ხარ ახლა, რაც შენ შექმენი და როგორი ციხეც გქონდა, ისეთ ციხეში უნდა იჯდე. სანატორიუმში ხარ და გვატყუებ ვშიმშილობო და კილოობით თაფლს ჭამ და წვენებს სვამ“ , - განაცხადა მეტრეველმა.

მან ასევე მეუფეებს მიმართა.

„მეუფეები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მკვლელის შეწყალებას და შერიგებას ვითომ შერიგების მიზნით, რა შერიგებაზეა საუბარი? ადამიანი, რომელიც ოდნავადაც არ ნანობს რაც ჩაიდინა, მონანიების სურვილიც არ გააჩნია, პირიქით, ერთ სული აქვს რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ისე გაგვჟლიტონ რომ... ალბათ, ჩემზე ფიქრობს, ეს როგორ დამრჩა ცოცხალი და როგორ არ მივაკალი როგორც იური ვაზაგაშვილი დავაკალი საფლავზეო. არც ახლაა გამორიცხული, თავისნაირი მკვლელები ბევრი ჰყავს გარეთ და ალბათ, ეს გეგმაც აქვთ. მეტს ვერაფერს მიზამთ, რომც მომკლათ, ვერაფერს მიზამთ, მე ისედაც მკვდარი ვარ და ჩემ შვილთან წავალ. სააკაშვილო, დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა, რომ გააჩინე, დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ, შენი გაჩენილი და გაზრდილია, რას იზამ, რას ეტყვი უფალს“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო