პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის“- მეორე ტურისთვის არ დავაფიქსირებთ პარტიულ პოზიციას, რათა მხარდაჭერებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება

პარტია ,"ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტია "ხალხისთვის" პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდამჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ,,ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში თავისი დღის წესრიგი დააშენა სიძულვილზე, რეგრესსა და წარსულში დაუსრულებელ ქექვაზე.

„პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის“ გუნდს გვსურს, გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის მთავარი ორიენტირი მიმართულია პროგრესზე, ორპოლუსიანობის გარღვევასა და სიძულვილის დასრულებაზე.

დღეს ისე, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და დეპოლარიზაცია, რადგან პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი გამორიცხავს გონივრულ დღის წესრიგზე შეთანხმების შესაძლებლობას და შემდეგ ამ დღის წესრიგით სვლას მომავალში. ჩვენი გუნდის, ჩვენი ამომრჩევლის არჩევანია სწრაფი სვლა მომავლისკენ და არა დაუსრულებელი ქექვა წარსულში, რაც იწვევს ქვეყნის საუკეთესო შესაძლებლობების გაფლანგვას.

,,ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში თავისი დღის წესრიგი დააშენა სიძულვილზე, რეგრესსა და წარსულში დაუსრულებელ ქექვაზე. მათ ქვეყნისა და ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, ჩამოშალეს სახელმწიფო ინსტიტუტები, უარი თქვეს სასამართლო სისტემის რეფორმაზე, ჩააბეტონეს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, ქვეყანა ჩაფლეს კორუფციასა და ნეპოტიზმში, ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი ნაწილი გაწირეს ემიგრაციისთვის, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი კი იქცა მარადიული მმართველობის იდეით შეპყრობილად. ამის გამო ვკარგავთ განვითარების ყოველ წამს და დღეს, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ყოველდღიურად მიდიოდეს წინ, ჩვენ გვაბრუნებენ წარსულში, ნაცვლად იმისა, რომ ენერგიას ყოველ დღე ვხარჯავდეთ ქვეყნის და ხალხის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად გადაჭრისთვის.

2 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა სიახლეს, ორპოლუსიანობის დაძლევას და წინსვლას. პარტია „ხალხისთვის“ არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანია ახალი, მომავლის პოლიტიკის შექმნა. ესაა ხალხის დაკვეთაც, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა თვითმმართველობის არჩევნებმა. სამი თვის პარტიას, რომელსაც ზურგს არ უმაგრებდა დიდი ფინანსური თუ სხვა რესურსი, ათიათასობით ადამიანმა გამოუცხადა ნდობა. ჩვენ არაერთხელ ვუთხარით მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უზომოდ ძვირფასია ჩვენთვის და რომელთაც უდიდეს პატივს ვცემთ.

სწორედ ამ პატივისცემის გამოხატულება იყო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის პოზიციის დაფიქსირება. სხვა პარტიების მსგავსად, ჩვენ არ მიგვიღია ერთპიროვნული ან ვიწროპარტიული გადაწყვეტილება. ჩვენ ავირჩიეთ სრულიად ახალი, დემოკრატიული გზა, პარტიული პლებისციტის სახით.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით მივმართეთ ჩვენ ამომრჩეველს, დავურეკეთ 200-ზე მეტ მხარდამჭერს, პარტიის ოფისში პირადად შეხვდით ათობით ადამიანს და მოვისმინეთ მათი პოზიცია. ჩვენი ამომრჩევლები არიან ძალიან მრავალფეროვანი, გონიერი და გაბედული ადამიანები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი მიზანი, ეს არის ცვლილება. თუმცა, ჩვენს ამომრჩევლებში ასევე დიდი ნაწილი არის ისეთი ადამიანი, რომელიც მეორე ტურში წარმოდგენილი კანდიდატებში სისტემური ცვლილებების და განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ისინი წარმოდგენილ არჩევანში რეალურ ალტრანტივას ვერ ხედავენ.

სწორედ ამიტომ, პარტია "ხალხისთვის" პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდაჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ მხარდამჭერებს. ეს მუხტი გვაძლიერებს და გვაძლევს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის ძალას, რასაც ნამდვილად აქვს აზრი!“ - აღნიშნულია პარტიის „ანა დოლიძე ხალხისთვის“ განცხადებაში.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა