ხვალ ვეტერანის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელიც covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, წელს მოკრძალებულად ჩატარდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, გმირთა მოედანზე სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს კიდევ ერთხელ მიაგებს.

უწყების ცნობით, კობა კობალაძე დაესწრება ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, რომელიც ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 17 ოქტომბერს, „თბილისი მოლში“ გაიმართება 12 საათიდან 18 საათამდე.

„ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, რომლებსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ადგილობრივი წარმომადგენლები და ვეტერანები გამართავენ.

17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს; დღეისათვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 479 პირია რეგისტრირებული.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

Covid-19 ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, წელს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნუსხა მოკრძალებულია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა