ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამერიკელ პარტნიორებს ოპოზიციასთან დახურულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამერიკელ პარტნიორებს ოპოზიციასთან დახურულ შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. როგორც მან დახურული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საუბარი შეეხებოდა პოლიტიკურ გეგმებს, იმ გამოწვევებს რაც დემოკრატიის მიმართულებით არის.

„ეს შეხვედრა იყო მორიგი დადასტურება ჩვენი ამერიკელი მეგობრების და პარტნიორების მხრიდან, რომ ვაშინგტონი ძალიან ახლოს და ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით არჩევნების მეორე ტურის წინ. ყველა ნათლად ხედავს რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 30 ოქტომბრის არჩევნებს და შედეგებს. ვისაუბრეთ იმ მეთოდებზე და ფორმებზე, რაც გამოიყენება ხალხის ნების შესაცვლელად, ასევე საარჩევნო მანიპულაციაზეც, რაც მრავლად ვნახეთ როგორც გასულ წელს, ისე პირველ ტურზე. ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიაზე, პოლიტიკურ გეგმებზე, იმ გამოწვევებზე, რაც არის დემოკრატიის მიმართულებით და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა მეორე ტურის მეშვეობით დიდ ქალაქებში გადავიდეს კოალიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთბალანსის მართვის მეთოდზე",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზეც.

"ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც ახლა არის აქტუალური. რა თქმა უნდა, იყო მესამე პრეზიდენტის თემაც, ასევე ყველა ის თემა, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის მსხვილი შემადგენელი ნაწილია. მათი მხრიდან პოზიციის დაფიქსირება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს იყო ჩვენი პოზიციების და პოლიტიკური ხედვების გაცნობა მათთვის. იმ გეგემბის, რომელიც აქვს ჩვენს პარტიებს მეორე ტურამდე და გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, სასტურმო "რუმსში" ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლების ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ისინი პარტია "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "გირჩის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს შეხვდნენ. ამასთან, დილის საათებში დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის წევრებიც.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო