COVID-19-ით პაციენტების მკურნალობის და მოვლის საკითხებზე ვებინარები ჩატარდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგისა და ისრაელის სამედიცინო სადაზღვევო კომპანია Maccabi-ის სამედიცინო დირექტორის ჯოზეფ დანიელის ორგანიზებით, ისრაელის Assuta Ashdod-ის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროფესორების მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ ქართველი ექიმებისთვის COVID-19-ის მკურნალობისა და მოვლის საკითხებზე ვებინარები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

მათ ინფორმაციით, ვებინარზე გაკეთდა შემდეგი მოხსენებები: COVID-19-ით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები და ჰოსპიტალში მოძრაობის სქემა (პროფესორი Asaf Peretz); COVID-19-ის პრევენცია და კონტროლი (პროფესორი Tal Brosh); COVID-19-ით პაციენტების მკურნალობა და მოვლა (პროფესორი Barak Nahir); COVID-19 და ორსულობა (პროფესორი Ortal Neeman); COVID-19-ის კლინიკური მართვა ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებაში (პროფესორი Ami Mayo); COVID-19-ის გართულებები (პროფესორი Asaf Peretz)

საქართველოს მხრიდან ვებინარებში მონაწილეობა მიიღეს COVID კლინიკების ხელმძღვანელებმა, ინფექციონისტებმა, თერაპევტებმა, რეანიმატოლოგებმა, გინეკოლოგებმა, პედიატრებმა.

„ვებინარები ინტერაქტიური ფორმატის იყო. პრეზენტაციების შემდგომ, ისრაელმა და ქართველმა ექიმებმა ერთმანეთს გაუზიარეს COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის გამოცდილება.

მხარეები შეთანხმდნენ ისრაელი ექიმების მიერ COVID-19-ის კლინიკური მართვის სხვა აქტუალურ საკითხებზე ვებინარების ციკლის გაგრძელების, ასევე სამეცნიერო და პრაქტიკული თანაშრომლობის განვითარების თაობაზე. აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ქვეყანაში COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის ოპტიმიზაციას და გამოსავლების გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს