საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა

17-18 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი ეწვევა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან.

მათივე ინფორმაციით, სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება თავის ქართველ კოლეგას, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ - დავით ზალკალიანს. „ამასთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკ მინისტრთან ერთად, საქართველოს ეწვევა სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო