საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თურქეთს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით 18-19 ოქტომბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური სამმხრივი შეხვერა გაიმართება, სადაც მხარეები სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს და ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის გზებს განიხილავენ.

„ორმხრივი შეხვედრები გაიმართება თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან, სადაც განხილება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გრიგოლ ვაშაძე.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრა უკვე მე-9 ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ განიხილონ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს