თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება - ამომრჩევლებს 1830 საარჩევნო უბანი მოემსახურება

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

„შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის. მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1830 საარჩევნო უბანი მოემსახურებათ. ასევე მეორე ტურზე ამომრჩევლებისთვის არის შექმნილი გამონაკლის შემთხვევაში 8 უბანი. შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამორმრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

2 ოქტომბრის მსგავსად 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდრეგულაციები. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ ცესკო-ს კონტაქტჰაბს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (შიდა ნომერი 0)“, - აღნიშნავენ ცესკო-ში.

ცესკოს ცნობით, მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიქტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეხუთე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები და მედია წარმომადგენლები.

ცესკო მიმართავს მოქალაქეებს, იაქტიურონ და მიიღონ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს