გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეული ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენით დასრულდა

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეული ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენით დაასრულა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე ცენტრის ბენეფიციარების ნაკეთობებსა და ნახატებს დაეთმო.

გამოფენილი ნამუშევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმა, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ ტყეშელაშვილთან და ვიცე-პოლკოვნიკ თამარ მღებრიშვილთან ერთად დაათვალიერა. მანვე ხელოვნებითი თერაპიის პროგრამების გაფართოება დააანონსა.

„შეხვედრის დასრულების შემდეგ, სააგენტოს ხელმძღვანელი ერთ-ერთ არასრულწლოვანს, რომლის ნამუშევარიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, თუმცა ღონისძიებაზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, სახლში ესტუმრა და მას სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რეფერირების ცენტრში უკვე გაიმართა ბენეფიციართათვის საინფორმაციო შეხვედრა ნაადრევი ქორწინების რისკების, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების და დისკრიმინაციის ფორმების შესახებ.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულია, რომლის მიზანია, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი კანონთან კონფლიქტში მყოფი და სხვა რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია”, - აღნიშნულია ინფორამაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა