ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისათვის ახალი საერთაშორისო პროექტი დაიწყო

ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ბრენდ კომპანიასთან Kind of Guise -თან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი Kind of Guise საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს, რომელიც ბრენდის ფილიალებში გერმანიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გაიყიდება, ასევე გავრცელება მედია სახლებსა და წიგნის მაღაზიებში. წიგნს პოპულარიზაციას გაუწევენ სოციალური ქსელებით. წიგნი ილუსტრირებული იქნება ქართული ღვინით, კერძებით და საქართველოს ტურისტული ადგილებით.

„ამჟამად ვმუშაობთ სრულიად ახალ პროექტზე საერთაშორისო წამყვან ბრენდ კომპანიასთან ერთად. პროექტი გულისხმობს საქართველოს ღვინისა და გასტრონომიის შესახებ წიგნის მომზადებას, რომელიც გავრცელდება სხვადასხვა კონტინენტზე და მას უძღვის პრეზენტაციები წიგნის წამყვან მაღაზიებში, ჩვენ ახლა ვმასპინძლობთ გერმანიიდან სამუშაო ჯგუფს, რომელიც მცირე და საშუალო ზომის მარნებს და ჩვენს კულინარიას გაეცნობა ”, - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

„საქართველოში პირველად ვარ, ძალიან კარგ ხალხს შევხვდით, საქართველო გამოირჩევა განსხვავებული კულტურით, მრავალფეროვანი ბუნებით, სეზონურობით, გამორჩეულია კულინარიული კულტურა, რაც უფრო მიმზიდველს ხდის და სურვილს აჩენს, რომ ეწვიოთ ამ ქვეყანას", - განაცხადა ვერენა ურსულა ერჰარდტმა.

წიგნის მოსამზადებელი სამუშაოებისა და ფოტომასალის გადაღების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. ტურის მონაწილეები თბილისს, სიღნაღს, თელავს, სტეფანწმინდას ეწვივნენ. გადაიღეს ღვინის მარნები, გაემგზავრნენ გურიაში, სადაც ჩაი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ესტუმრნენ აჭარას, სადაც ტურისტული ადგილები დაათვალიერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო