გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველას გაერთიანება ქვეყნისათვის დღეს უმნიშვნელოვანესია

პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო“ ყველა იმ პარტიას, რომელიც „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად იბრძვის, მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველა გაერთიანდეს.

„ჩვენი პრინციპის კვალდაკვალ ყველა სხვადასხვა კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად იბრძვის დავუჭერთ მხარს, იმ პრინციპის გამოხატულებად, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველას გაერთიანება ჩვენი ქვეყნისათვის დღეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გამოვდივართ არა პირადი სიმპათიებით ან ანტიპათიებით, არამედ გამოვდივართ სახელმწიფოებრივი მიზეზებით. ამ არჩევანისას ჩვენ სახელმწიფოებრივი მიზეზებით დავუჭერთ მხარს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, იმისათვის რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს“, - განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა