რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილზე ათეულობით ადამიანია შეკრებილი. შეკრებილები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან არ უნდა გათავისუფლდეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებენ, რადგან, მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის "ადამიანების მჩაგვრელი, სასტიკი ადამიანი". ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს