შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - უკანონო მხოლოდ მათი პატიმარია, გამოხატვა მხოლოდ მათი უფლებაა, თავისუფლება მხოლოდ მათთვისაა, ამომრჩეველი მხოლოდ მათია, ადამიანები მხოლოდ ისინი არიან - სხვებს არ აქვთ პროტესტის უფლება

უკანონო მხოლოდ მათი პატიმარია, გამოხატვა მხოლოდ მათი უფლებაა, თავისუფლება მხოლოდ მათთვისაა, ამომრჩეველი მხოლოდ მათია, ადამიანები მხოლოდ ისინი არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით წერს.

„ყველა სხვა, მათთვის ადამიანი არ არის. სხვები არ არიან ამომრჩევლები, სხვებს არ ჰყავთ მშობლები და შვილები, სხვებს არ აქვთ პროტესტის უფლება.

ჯერ "თავისუფლება მიშათი" დასცინეს, მერე მიტინგიდან მეგაფონით დაუმატეს, და ახლა ამის გაპროტესტებისთვისაც აბუჩად იგდებენ.

სიტყვა "მონას" შემთხვევით არ იყენებენ. ამით სხვებს კი არ აღწერენ, სხვებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას აჩვენებენ... მონა უუფლებო ადამიანია. სწორედ ასეთებად მიიჩნევენ ყველას, ვინც მათთან არ არის.

ჰოდა, როგორც პლანტატორებისთვის ხსნილი იყო მონებზე, ასე უხსნილებენ თავის იდეოლოგიურ ბაბლს. ცილისწამება, აბუჩად აგდება, გარიყვა... ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშების და "პუწინის მონების" იარლიყით ჩაყრიან ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში.

იზამენ... ნამდვილად იზამენ... თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე იზამენ...

და ეს, ყველამ ვიცით... ყველამ”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა