კახა კალაძე - სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს - მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს

მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება, არ მიხარია ვინმეს ციხეში გამოკეტვა, ისე როგორც არ მიხაროდა კონკრეტული ოჯახების გაუბედურება, არ მიხაროდა კონკრეტული ახალგაზრდების მკვლელობები, არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს და ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ - „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს“, - აღნიშნა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს