დღეს, სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები გაიმართება.

ფორუმზე მონაწილე სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან მსხვილი სლოვაკური კომპანიები წარმოადგენენ.

ღონისძიება, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა