ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებიდან დღემდე, 50 ათასამდე ჯარიმაა გამოწერილი, მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებიდან დღემდე, დაახლოებით 50 ათასი ჯარიმაა გამოწერილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირებით მიღებული შემოსავალი მილიონ ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისის დაახლოებით 70 ქუჩაზე მოქმედებს.

„1.5 წელზე მეტია, რაც ეს პროექტი მოქმედებს. გამოწერილია დაახლოებით 50 ათასი ჯარიმა. ამ მიმართულებით კი დაახლოებით მილიონი ლარია შემოსავალი. ჯარიმებიდან შემოსული თანხა ისევ ამ საკითხის ოპერირებას და ასევე პარკირების მოწესრიგებას ხმარდება. ზონალურ - საათობრივი პარკირების მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეებმა, რაც შეიძლება ნაკლებად, გამოიყენონ ავტომობილი და გადაადგილდნენ ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ალტერნატიული ტრანსპორტით. ამიტომ ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის გაჩერება არის უფასო, ხოლო ამ პროექტის არსი არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც აუცილებელია ავტომობილით გადაადგილდნენ მათთვის პარკირება იყოს მარტივად შესაძლებელი. საშუალოდ ადამიანი პარკირებაზე ერთი საათის განმავლობაში ჩერდება, შესაბამისად, ერთი ლარის გადახდა უწევს, რომ კომფორტულად შეძლოს გადადგილება და კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლა. აღსანიშნავია, რომ დღეში 4 ლოკაციაზე პირველი15 წუთი არის უფასო,“- განაცხადა წილოსანმა.

იხილეთ ვიდეო: ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებიდან დღემდე, დაახლოებით 50 ათასი ჯარიმაა გამოწერილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა