ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, მოქალაქეებმა გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან ერთ დღეს, ან 14-დღიანი ინტერვალით უნდა გაიკეთონ

მოქალაქეებს შეუძლიათ გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ დღეს გაიკეთონ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, თუ მოქალაქეები ორივე ვაქცინას ერთ დღეს არ გაიკეთებენ, მათ აცრებს შორის 14 - დღიანი ინტერვალი უნდა დაიცვან.

„შეიძლება ერთ დღეს გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ერთი ინექცია კეთდება ერთ ხელზე, მეორე კი მეორე ხელზე. ეს დაშვებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, იგივე რეკომენდაციას იძლევა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.

ახლა, როდესაც ზამთრის სეზონი ახლოვდება და გრიპის სეზონი იწყება, რა თქმა უნდა, ორივე ვაქცინის ერთდროულად გაკეთებაა რეკომენდირებული, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის და იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომელსაც ორივე დაავადების რთულად მიმდინარეობის რისკი აქვს“, - აღნიშნავს ზახაშვილი.

ცნობისთვის, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 43 000 დოზაა შემოსული. 150 ათასამდე დამატებით დოზას კი ქვეყანა ეტაპობრივად მიიღებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს