ორსულობისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება

ორსულობისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისიდან აცნობეს, აღნიშნულ შეხვედრებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან (NCDC) ერთად 18 და 22 ოქტომბერს ჩაატარებს.

შეხვედრებს გაუძღვებიან ლელა ბაქრაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი; ლელა შენგელია - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი; ზაზა ბოხუა - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი; დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი (თსსუ); ნიკოლოზ კინტრაია - საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოში COVID პანდემიის მეოთხე ტალღის ფონზე, როდესაც გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი, უმნიშვნელოვანესი ხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ. ასეთ დროს, დედათა ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ორსული ქალები წარმოადგენენ. მონაცემებით დასტურდება, რომ ამ ჯგუფში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoH), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა (NCDC), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შეიმუშავა შუალედური კლინიკური რეკომენდაციები ორსულებში კოვიდ ინფექციის მართვასთან დაკავშირებით.

შედგენილი რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარების ხელშესაწყობად, პარტნიორები ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. ამჯერად ისინი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომწოდებლებს ორ რეგიონში შეხვდებიან: შიდა ქართლსა და კახეთში.

18 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართება გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 22 ოქტომბერს კი, თელავში სასტუმრო Holiday Inn Telavi -ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა