ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - ასე არ ხდება, რომ ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა და მიატოვოს პროექტი, მთელი რიგი პასუხისმგებლობებია აქ - ამაზე ვსაუბრობთ ერთმანეთში

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობის დაყოვნება ქვეყნისთვის კარგი არ არის. მინისტრის განმარტებითვე, ისინი კომპანია „ენკასთან“ დიალოგის რეჟიმში ცდილობენ საკითხის დარეგულირებას.

როგორც თურნავა აღნიშნავს, შექმნილია სამუშაო ჯგუფები და პერიოდული შეხვედრები მიმდინარეობს.

„ნამახვანის“ პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაყოვნება რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის კარგი არ იქნება, რადგან ხედავთ, რომ ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა, უკვე აღდგენასაც გაცდა. ეს არის აბსოლუტური ზრდა, რაც ერთი მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, მომატებული მოხმარება ძირითადად ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და ჩვენ საკუთარ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები, ბიზნესები და არა იმპორტირებულს. ჩვენი მიმართულებაა, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია „ენკასთვის“, რომლის მთავარი პროფილი მშენებლობაა და არა არბიტრაჟში დავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრებს, კომუნიკაციებს აწარმოებენ, არა ჩემ დონეზე ჯერჯერობით, თუმცა, პირადად ვაკვირდები, იმ წერილის შემდეგ ვაკვირდები ამ პროცესს და ვამონიტორინგებ, ხდება უკვე სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია. რაც შეეხება ერთ თვეს და პროექტიდან გასვლას, ეს არ არის ასეთი მარტივი პროცესი, რადგან ხელშეკრულებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს, როგორ და რანაირად. ეს არ არის ასე, რომ ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა და მიატოვოს პროექტი, ასე არ ხდება, მთელი რიგი პასუხისმგებლობებია აქ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ერთმანეთში, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ არის კომუნიკაცია, სამუშაო ჯგუფი ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც გამოყოფილი და არის პერიოდული შეხვედრებიც“, - განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი