დავით სერგეენკო - უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს, თუ ამან ორ-სამ კვირაში შედეგი არ გამოიღო, საჭირო იქნება ხისტი ნაბიჯები

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საჭიროა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და უპირატესობა ვაქცინირებულებს მიენიჭოთ.

მისივე თქმით, თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ გამოიღო, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული და რისკ ჯგუფების ნიშნით სავალდებულო აცრისთვის.

სერგეენკოს შეფასებით, ეპიდვითარება ცალსახად უარესდება და ტალღების თვლას უკვე აღარანაირი აზრი არ აქვს.

“იქნება მეხუთე, მეშვიდე თუ მეთორმეტე, ამის თვლას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ყველამ უნდა გამოვყოთ ის რესურსი, რაც შეგვიძლია - ქუჩაში ქადაგად დავეცეთ და ყველას ვთხოვოთ, რომ მარტივი პირბადე ატარონ სწორად და არა ნიკაპზე... ნიღაბი იცავს და რისკებს ამცირებს.

რაც შეეხება აცრებს, ძალიან სამწუხაროა, ხანდახან ანტივაქსერები ცნობადი სახეები თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხდებიან. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ორსაუკუნეზე მეტია აცრაზე უკეთესი საშუალება ინფექციური დაავადების წინააღმდეგ არავის არ მოუგონია.

შეზღუდვები პანდემიის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების განუხრელი აღსრულება და შესრულება. პრობლემის შესარბილებლად ქვაკუთხედი მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირებაა. უკვე ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს. არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება შეზღუდვები სელექტიურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს.

სავალდებულო აცრებს მნიშვნელობა მაშინ ექნება, თუ მას შესაბამისი აღსრულება ექნება. მხოლოდ რეგულაციაში ასახული სავალდებულოობა საკმარისად ეფექტური არ იქნება. ახლა უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციილად ჟღერდეს - უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული ნიშნით და რისკ ჯგუფების სავალდებულო აცრისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს