ბადრი ჯაფარიძე - სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ღიად გამოვხატე „ლელოს“ პოზიცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს დემარში მოუწყო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ ევროკავშირი ელოდება საქართველოსგან იმ რეფორმების განხორციელებას, რომელზეც ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მან შეხვედრაზე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს დემარში მოუწყო.

„სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შეეხო რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობას, ხალხთა შორის მეგობრობას, მაგრამ რაც მთავარია, კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ ევროკავშირი ელოდება საქართველოსგან იმ რეფორმების განხორციელებას, რომელზეც ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული. პირველ რიგში, ეს ეხება მართლმსაჯულებას, სასამართლო რეფორმას და ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არ სჭირდება ევროკავშირს, ეს სჭირდება ქართველ ხალხს. ამიტომ მეც ღიად გამოვხატე "ლელოს" პოზიცია, რომ "ქართულმა ოცნებამ" დემარში მოუწყო შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც სწორედ ის რეფორმებია გაწერილი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯი ევროკავშირისკენ, გავაუმჯობესოთ საინვესტიციო ვითარება და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს