ბექა ბასილაია - თუ ამის საჭიროება იქნება, პენიტენციურმა სამსახურმა საშუალება უნდა მოგვცეს, რომ საკანში მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატები მივიდნენ.

ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შედგება კონსილიუმი და ექიმების გუნდი მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.

მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს მნახველებთან შესახვედრად ორი სართულის ავლა უწევს, შესაბამისად თუ ამის საჭიროება იქნება, პენიტენციურმა სამსახურმა მნახველებს სააკაშვილის საკანში მონახულების საშუალება უნდა მისცეს, რათა მისი ჯანმრთელობა დამატებით არ დამძიმდეს.

„დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მეთვრამეტე დღეა. ყველას კარგად გვესმის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო სუსტდება. ამავდროულად, გადამწყვეტი ბრძოლის დრო ახლოვდება, საიმისოდ, რომ საქართველო ოლიგარქიული მარწუხებისგან გათავისუფლდეს და ქართველმა ხალხმა თქვას თავისი ხმამაღალი სიტყვა. ნამდვილად არ შეიძლება მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური მოტივაციით იმყოფებოდეს საპყრობილეში და ქართულმა საზოგადოებამ დაუშვას ის შეცდომა, რაც 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით დაგვემართა.

იმედია, უახლოეს დღეებში შედგება კონსილიუმი და ექიმების გუნდი მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს. როგორც კი ექიმებისგან მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციას, ვიმოქმედებთ ამ რეკომენდაციის შესაბამისად. თუ ამის საჭიროება იქნება, პენიტენციურმა სამსახურმა საშუალება უნდა მოგვცეს, რომ საკანში მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი, რათა დამატებითი სტრესი და დატვირთვა არ იყოს მისი ჯანმრთელობისთვის. იმ ვითარებაში, როდესაც მისი ფიზიკური შესაძლებობები კიდევ უფრო დამძიმდება, პენიტენციური სამსახური არ უნდა გაჯიქდეს და ფორმალურ ნაწილზე არ უნდა გამართონ მსჯელობა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო