„ევროპული საქართველოს" წევრებმა, გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ საქალაქო სასამართლოში სარეკლამო კომპანია "ალმას" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

კომპანია „ალმამ“ კონტრაქტის პირობების დარღვევით უარი განაცხადა ბიძინა ივანიშვილის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური სატირის ბანერის განთავსებაზე. სწორედ ამიტომ, კომპანია „ალმას“ მოუწევს „ევროპული საქართველოსთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, - ამის შესახებ „ევროპულის საქართველო“ წევრებმა, გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

გიორგი ნონიაშვილის თქმით, კომპანია „ალმას“ მოუწევს სასამართლოში პასუხების გაცემა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პოლიტიკური სატირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიემართებოდა და ჯორჯ ორუელის ნაწარმოებს “ცხოველების ფერმას“, რომელიც მას ძალიან უყვარს, მის პერსონაჟს იყო შედარებული. ჩვენ შევუკვეთეთ კომპანია „ალმას“ ბილბორდები, რათა ჩვენი პოლიტიკური სატირა თბილისის ქუჩებში გამოეფინა, მაშინ როდესაც ისინი სამარცხვინო სისხლიან ბანერებს აკრავდნენ, მაგრამ კომპანია „ალმამ“, რომელსაც მთელი თბილისის ბანერები ეკუთვნის და წარმატებულად აქვს დალაგებული „ოცნებასთან“, უარი თქვა ჩვენი კამპანიის ნაწილის პოლიტიკური სატირის გამოქვეყნებაზე, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სწყენოდა და ძილი არ დაფრთხობოდა. ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რომელიც ნათლად მიუთითებს, რამდენად შერჩევითი დამოკიდებულება აქვს, მათ შორის, როგორც ხელისუფლებას ასევე ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ბიზნესებს, პოლიტიკურ პარტიებთან. ამიტომ უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე კომპანია „ალმას“ მოვუწოდებდით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები შეესრულებინათ, რაც არ გააკეთეს, რაზეც არანაირი ახსნა-განმარტებაც არ გაუკეთებიათ. თუმცა ჩვენ ნათლად ვიცით თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი. თქვენ იცით, რომ კანონპროექტი შეიტანეს, პოზირებენ ახლა სამარცხვინოდ, რომ თითქოსდა უარყოფითი კონტენტის შემცველი ბანერები საერთოდ არ უნდა გამოიფინოს თბილისის ქუჩებში, რაც სინამდვილეში ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ეს არის პასუხი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სატირაზე, რაც თავისი არსით არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. კომპანია „ალმას“ წინააღმდეგ ჩვენ შეგვაქვს სასამართლო სარჩელი, მას მოუწევს სასამართლოშიც ჩვენთვის პასუხების გაცემა და ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, მათ შორის იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოგვაყენა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმოების შესაძლებლობა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ სატირას მთელი სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, დასუფთავების სამსახური ებრძოდა, ხევდნენ პლაკატებს პირდაპირ, ხილულად, როცა კანონით გვქონდა ამის უფლება, არამედ ბიზნესკომპანიებიც კი, რომელსაც საერთო არ აქვს სახელმწიფოსთან, ებრძოდა ამას. ამიტომ დღეს ჩვენ შეგვაქვს მათ წინააღმდეგ სარჩელი და ვაგრძელებთ მათ წინააღმდეგ დავას“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

ამასთან ბესიკ დონაძემ აღნიშნა, რომ „ალმა“, როგორც კომპანია, მიიღებს ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს, რადგან ისინი ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ბინძური შეკვეთის შემსრულებლები არიან.

„29 სექტემბერს მივმართეთ შპს „ალმას“ ბანერების განთავსების მოთხოვნით, ისინი დაგვემალნენ, ფიზიკურად არ გამოჩნდნენ, შემდეგ 30 სექტემბერს თვითონვე მოისურვეს უკვე წერილის მოწერა, იმის განმარტება, რომ მზად იყვნენ ჩვენი დაკვეთა მიეღოთ. ამის შემდეგ მივედით „ალმაში“, შევთანხმდით პირობებზე, გავაფორმეთ ხელშეკრულება. ამის შემდეგ „ალმამ“ ორჯერ შეცვალა ხელშეკრულების პირობები და ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები გააუარესა ანუ მისი გარკვეული პირობები ჩადო, თუმცა ჩვენ ორივე გაუარესებულ შეთანხმებას დავთანხმდით, ხელშეკრულება გავაფორმეთ, ხელიც მოვაწერეთ, თანხაც გადავიხადეთ ანუ „ევროპული საქართველოს“ ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ყველა პირობა პირნათლად იქნა შესრულებული, მაგრამ „ალმამ“ რომლის მეპატრონეებიც არიან „ქართულ ოცნებაში“, ითაღლითეს, მოგვატყუეს და ხელშეკრულების პირობები დაარღვიეს. დღევანდელი სარჩელი ეხება ამ ხელშეკრულების დარღვევას, „ალმას“ მოუწევს პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე, ჩვენთვის ზიანის მოყენებისთვის მოუწევს თანხის ანაზღაურება და ამასთან ერთად „ალმა“, როგორც კომპანია, მიიღებს ძალიან დიდი რეპუტაციულ ზიანს, რადგან ისინი ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ბინძური შეკვეთის შემსრულებლები არიან. ის კანონპროექტი, რომელიც „ალმამ“ შეიტანა პარლამენტში, ეს არის სრული ტყუილი, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს კანონმდებლობით ძალადობის მოწოდება, ზიზღის გაღვივება და ა.შ უკვე იკრძალება“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ ახალი პროგრამით წარდგება
IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა
რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკი - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს