ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა. შემდეგი ეტაპი ბიუჯეტის პროექტის პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობისთვის უკან დაბრუნებაა.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე.

მისივე თქმით, საქართველო დღეს ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას, ერთი - კოვიდინფექცია, ხოლო მეორე - მაღალი ინფლაცია და ლარის კურსია. აქედან გამომდინარე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2022 წლის ბიუჯეტს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

“ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის 6%-იან ზრდას და დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებას - 6.9%-დან ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-მდე მცირდება. დეფიციტის შემცირება პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს ინფლაციასა და ლარის კურსზე, ეს ორი საკითხი კი დღეს ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება. ცხადია, ჯობია დეფიციტის ნიშნულის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით უნდა დავფიქრდეთ იმაზეც თუ ასიგნებების ნაწილში რა შედეგს მოგვიტანს ეს“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას პარლამენტში 5 ნოემბრამდე წარმოადგენს. საბოლოო ვერსია დეკემბერში დამტკიცდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო