ჯუანშერ ბურჭულაძე - საქართველოს და აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში, ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს ურთიერთობაში სიურპრიზები

საქართველოს და აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში. ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს ურთიერთობაში სიურპრიზები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა.

ამასთან, კითხვაზე იღებს თუ არა საქართველო აშშ-ისგან ყველაფერს, რაც ქვეყანას სჭირდება, ბურჭულაძის თქმით „დიახ, იღებს“.

„რაც შეეხება კითხვას, ვხედავთ თუ არა ზეწოლის ზრდას რუსეთის მხრიდან, ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფორმატში, რომ ოკუპაცია არის ყოველდღიური. ჩვენ შეიძლება ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ ოკუპაციის სხვა მეთოდი, მომდევნო კვირას, შესაძლოა, ვიხილოთ კიბერთავდასხმა. სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,“- აღნიშნა ბურჭულაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო