ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონკურსო განაცხადების მიღება გრძელდება

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება 2021 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად - ელ-ფოსტის მისამართზე: info@president.gov.ge, ხოლო ის ნაშრომი, რომელიც თავისი მოცულობის, ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, მიიღება მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა.

კომისიას, რომელმაც 1 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა და კონკურსი გამოაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, იმუნოლოგი ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა

ეროვნული პრემიის კომიისიის კონკურსის ძირითადი პირობები

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს