აშშ-ის თავდაცვის მდივანი - მსურს, საქართველო და სამყარო დავარწმუნო, შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც გვაქვს

მსურს, საქართველო, სამყარო დავარწმუნო, შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც ჩვენ გვაქვს - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს წვლილი ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში დიდია.

„მე ხაზს გავუსვამ კრიტიკულ როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჩვენს დახმარებაში. შესანიშნავი სამხედროები ჰყავს საქართველოს და აქვს ყველანაირი უფლება იამაყოს მისი წვლილით, მისი სამხედროებით. მოგეხსენებათ, ეს ორი ომი არ განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს საზიარო ინტერესები, რომელზეც მუშაობას გავაგრძელებთ, გავაძლიერებთ პარტნიორობას სამომავლოდ“, - განაცხადა ოსტინმა.

ამასთან, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა საჭიროების შემთხვევაში კვლავ ჩაერთოს ისეთ ოპერაციებში, რომელიც მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლადაა საჭირო.

„როგორც თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, ჩვენი სამხედროები იბრძოდნენ ერთად ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ საუბრის დროსაც შევეხეთ ამ საკითხს, რომ, როდესაც ჩვენი სამხედროები მსახურობდნენ, იბრძოდნენ ერაყში, გენერალი თავდაცვის მდივანი მაშინ მისიაში ხელმძღვანელი სარდალი იყო. მას იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცები, როგორც სამართლიან და ძლიერ ლიდერს. ეს კიდევ ერთი გამოხმაურებაა, იმ საშუალების, რაც ჩვენს სამხედროებს აქვთ, რომ გაიცნონ ნატოს და ამერიკელი სამხედროები, იმეგობრონ და ამით გაამყარონ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა. ჩვენის მხრივ გვაქვს მზაობა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუ იქნება საჭიროება და გადაწყვეტილება ისევ მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა