ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თხოვნით შეიკრიბება დღეს.

„მე არ ვარ ჩართული თვითონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაში, ვინაიდან ამის უფლებამოსილება მე არ გამაჩნია, კონსილიუმი მსჯელობდა. მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო და რამე რისკები არ შეინიშნებოდა. თუმცა, მისი პირადი ექიმის თხოვნით კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და უკვე იმის მიხედვით იმოქმედებენ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ შეხვედრის შემდეგ. ჯგუფი მზად არის აქტიური მონიტორინგი აწარმოოს პაციენტისთვის, მნიშვნელოვანი არის ექიმების აქტიური ჩართულობა. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული რგოლი ნაკლებად ჩართული იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ ექიმებს იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ პაციენტის უსაფრთხოება“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს