ადვოკატი ანასტასია შატალოვას მკვლელობის მოტივად ძარცვასაც არ გამორიცხავს

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შვილის მამასთან, ბათუმის ყოფილ ვიცე - მერთან ზურაბ ბერიძესთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბიბილეიშვილი განმარტავს, მას ანასტასია შატალოვასთან ბოლოს კომუნიკაცია ზაფხულში ჰქონდა, რა დროსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბერიძესთან შერიგებით გახარებული და ბედნიერი იყო.

ადვოკატის თქმითვე, შატალოვამ მას უთხრა, რომ ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ. ადვოკატის თქმით, ბერიძე ცოლთან გაშორების შემდეგ ანასტასიას დაუბრუნდა.

ბიბილეიშვილს მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით საუბარი უჭირს, თუმცა, მკვლელობის მოტივად ძარცვასაც არ გამორიცხავს.

„ანასტასია ძალიან კარგი პიროვნება - გულღია, მხიარული, კეთილი ადამიანი იყო. ვერც კი წარმომიდგენია, მისი მკვლელობის მიზეზი რა უნდა ყოფილიყო, 6 თუ 7 ტყვია აქვს ნასროლიო, საერთოდ შოკში ვარ. როცა დავა გვქონდა, ბატონმა ზურამ შვილი რომ წაიყვანა და არ აბრუნებდა, აღნიშნულის ტელევიზიებით გაშუქების შემდეგ, პირადად დამიკავშირდა და მითხრა, შვილები მყავს და ეს ყველაფერი ასე არ მინდა, იქნებ მოვრიგდეთო. ვუთხარი, რომ დედისთვის შვილი დაებრუნებინა, პირობას გაძლევ, ხვალ დილით ჩამოვიყვანო, მითხრა ბერიძემ. ნამდვილად ჩამოიყვანა, რაღაც პერიოდში კი გავიგე, რომ ანასტასია ქმარს შერიგებია, ბათუმიდან დამირეკეს. ანასტასია ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო, შევრიგდით, ერთად ვცხოვრობთო და ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო. ასე მითხრა, ბინა ბათუმშიც ვიქირავეთ სანამ აშენდება, თბილისშიც იგივე ბინა დავიტოვეთო, ახლა როგორც ვხვდები, იმ ბინაზეა საუბარი, სადაც მოკლეს. ანასტასიამ ასევე მითხრა, რომ ზურას ოქტომბრის ბოლომდე საბურთალოს ბინის ფული გადახდილი აქვსო. ბოლოს 6-7 თვე ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, მთელი ტანსაცმელი ჩემთან აქვს, ჩვენ ალბათ ხელსაც მოვაწერთო, მითხრა. ჩვენი ბოლო კომუნიკაცია 5 ივნისი იყო, მას შემდეგ, რა მოხდა, არ ვიცი“, - აცხადებს ბიბილეიშვილი.

კითხვაზე, თუ რატომ მიმდინარეობდა ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, თუ არა, სამართალდამცავები აღნიშნულ მკვლელობაში მის კვალს ხედავდნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, ვინაიდან, მისთვის მკვლელობის დეტალები და ვითარება უცნობია.

„არ მინდა გამოძიება დავაბნიო, ან სხვა მხარეს წავიყვანო, მაგრამ ბატონ ზურას რამდენჯერმე შევხვედრივარ, არ ვიცი, რა უფლებით, ან როგორ უნდა ვიფიქრო მსგავსი რაღაც მასზე, შვილის დედა იყო. ამხელა რაღაცის შემდეგ შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ, ანუ უყვარდათ ერთმანეთი. ბრალმდებლად ვერ გამოვდგები და ვერც გამოვთქვამ აზრს, რომ ვინმემ ეს გააკეთა. არ ვიცი როგორ მოხდა მკვლელობა, რა ვითარებაში ნახეს, გაძარცულია თუ არა, ნახეს იქ რამე თუ არა. ანასტასიას სულ თან ჰქონდა ფული, ოქროულობას ატარებდა“, - აცხადებს ბიბილეიშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც შატალოვა შვილის მამას შეურიგდა, ადვოკატთან რაიმე სახის პრობლემასთან დაკავშირებით არ დაურეკავს.

„არა, რამე ისეთი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დამირეკავდა და ორი სიტყვით რაღაცას მკითხავდა. ვფიქრობ, მას საქმის კურსში ვეყოლებოდი“, - განაცხადა ბიბილეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე წუხელ, გვიან ღამით ანასტასია შატალოვა მოკლეს. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი.

შატალოვას ბათუმის ყოფილ ვიცე - მერთან ზურაბ ბერიძესთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით წარსულში დავა ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა