ხათუნა სამნიძე - კანონპროექტი, რომელიც ცენზურის დაწესებას გულისხმობს, არ უნდა იქნას მიღებული

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც პოლიტიკური რეკლამის რეგულირებას გულისხმობს, სახიფათოა და მიზნად ცენზურის დაწესებას ისახავს.

„კანონპროექტი, რომელიც თავისთავად სახიფათოა და ცენზურის დაწესებას გულისხმობს, არ უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით კი დაჩქარებული წესით. რატომ არ შეიძლება ამ კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა?! თავისთავად, სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელია მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილება”, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა