ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანებს, ვეტერანების დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლები და დღევანდელი დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს.
„საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
Covid-19 ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, წელს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნუსხა, მოკრძალებულია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.