სალომე ზურაბიშვილი - კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისათვის

კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.

„დიადი გონება, რომელმაც 21 -ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისათვის, რომლებიც ცდილობენ სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი კორონავირუსის გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

კოლინ პაუელი 84 წლის იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა